მოსკოვში დაიწყო ჩინეთის პრემიერ-მინისტრ უენ

მოსკოვში დაიწყო ჩინეთის პრემიერ-მინისტრ უენ ძიაბაოს სამდღიანი ვიზიტი.
მოსკოვში დაიწყო ჩინეთის პრემიერ-მინისტრ უენ ძიაბაოს სამდღიანი ვიზიტი.
მოლაპარაკებებზე დღის წესრიგში დგას ჩინეთისთვის რუსეთიდან გაზის მიწოდებისა და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხები. სავარაუდოდ, წამოიჭრება ნავთობკომპანია "იუკოსის" საკითხიც. "იუკოსმა" ამ კვირაში განაცხადა, რომ საგადასახადო უწყებებთან პრობლემების გამო შეწყვეტს ნავთობის მიწოდებას ჩინეთის ეროვნული ნავთობკორპორაციისათვის. ამ კორპორაციაზე კი ჩინეთში "იუკოსის" ექპორტის 60-მდე პროცენტი მოდის.