მსოკოვში პოლიციამ დააკავა ორი ჩეჩენი

მსოკოვში პოლიციამ დააკავა ორი ჩეჩენი ამერიკელ ჟურნალისტ პოლ ხლებნიკოვის მკვლელობაში
მსოკოვში პოლიციამ დააკავა ორი ჩეჩენი ამერიკელ ჟურნალისტ პოლ ხლებნიკოვის მკვლელობაში
თანამონაწილეობაში ეჭვმიტანის საფუძველზე. მოსკოვის პოლიციის უფროსის, ვლადიმირ ვორონინის თქმით, ორი ჩეჩენი დააპატიმრეს ღამით, როცა მათ იარაღი აღმოუჩინეს. ამავე ინფორმაციით, ადრე ორი ჩეჩენი ადამიანის გატაცებაში მონაწილეობდა. პოლიციას დეტალები არ მოუყვანია. ხლებნიკოვი, რომელიც რუსეთში ამერიკულ ჟურნალ “ფორბსის” მთავარი რედაქტორი იყო, მოსკოვში წელს ივლისში მოკლეს.