საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების
კომიტეტებმა პარასკევს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს და ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის ფედერაციის სუბიექტთა ოფიციალურ წარმომადგენლებს თავი შეიკავონ 3 ოქტომბერს აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში დანიშნულ უკანონო საპრეზიდენტო არჩევნებზე მეთვალყურის სტატუსით დასწრებისგან. მიმართვაში ნათქვამია, რომ აფხაზეთის უკანონო არჩევნებზე რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენელთა მეთვალყურის სტატუსით დასწრება "ღიად ეწინააღმდეგება რუსეთის ფედერაციის ოფიციალურ პოზიციას, რომელიც აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას".