რუსეთმა ტერორისტების დაფინანსებასთან საბრძოლველად რეგიონალური

რუსეთმა ტერორისტების დაფინანსებასთან საბრძოლველად რეგიონალური ორგანიზაციის ჩამოყალიბების წინადადება წამოაყენა
რუსეთმა ტერორისტების დაფინანსებასთან საბრძოლველად რეგიონალური ორგანიზაციის ჩამოყალიბების წინადადება წამოაყენა
ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა ალექსეი კუდრინმა მოსკოვში გამართულ საერთაშორისო სემინარზე განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის ამგვარი ჯგუფის საქმიანობის ფონდში წელს - მილიონი, ხოლო მომავალ წელს – 2 მილიონი დოლარი გადარიცხოს. მისი თქმით, ტერორისტებისაკენ მიმავალ გზაზე თითეული დოლარისა და რუბლის დაბლოკვა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის ტოლფასია. ტერორისტების დაფინანსებასთან საბრძოლველ ჯგუფში რუსეთის გარდა შევლენ: ჩინეთი, ბელორუსია, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი და ყირგიზეთი. ჯგუფის მიზანია: კვალიფიცირებული კონსულტაცია გაუწიოს წევრ ქვეყნებს და პერსონალისთვის ჩაატაროს საჭირო ტრენინგი. რუსეთის ამ პროექტს ხელი წესით 6 ოქტომბერს, კონფერენციის ბოლო დღეს უნდა მოეწეროს.