ოთხშაბათს გამთენიისას სოფელ ვარიანში საკუთარ

ოთხშაბათს გამთენიისას სოფელ ვარიანში საკუთარ საცხოვრებელ სახლში
ოთხშაბათს გამთენიისას სოფელ ვარიანში საკუთარ საცხოვრებელ სახლში
დააკავეს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დისლოცირებული ქართული სამშვიდობო ბატალიონის ყოფილი სარდალი, ამჟამად სარდლის მოადგილე მიხეილ ქებაძე. სააგენტო პრაიმ ნიუსი უშიშროების სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ქებაძის სახლიდან ამოღებულია დიდი რაოდენობით იარაღი. ქებაძე აღნიშნული იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაშია ეჭვმიტანილი. უშიშროების სამინისტრო ჯერჯერობით არ აზუსტებს რა კავშირი აქვს ამ ფაქტს იარაღით უკანონო ვაჭრობასთან. მიხეილ ქებაძის მეუღლე აცხადებს, რომ მის ქმარს უშიშროებამ ჩაუდო იარაღი. მიხეილ ქებაძე ქართულ სამშვიდობო ბატალიონს 2001-2003 წლებში სარდლობდა.