სამხრეთი ოსეთის კონფლიქტის ზონაში განთავსებული

სამხრეთი ოსეთის კონფლიქტის ზონაში განთავსებული ქართული სამშვიდობო ბატალიონის სარდლის ყოფილი მოადგილე მიხეილ ქებაძე
სამხრეთი ოსეთის კონფლიქტის ზონაში განთავსებული ქართული სამშვიდობო ბატალიონის სარდლის ყოფილი მოადგილე მიხეილ ქებაძე
დღეს სასამართლოს გადაწყვეტილებით გაათავისუფლეს. უშიშროების მინისტრის მოადგილის ბათუ ქუთელიას განცხადებით, ქებაძე სასამართლომ არასაკმარისი მტკიცებულებებისა და საქმეში ახალი დეტალების გამოკვეთის გამო გაათავისუფლა. მიხეილ ქებაძე 13 ოქტომბერს დააკავეს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით. უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი ქებაძეს სახელმწიფო მნიშვნელობის ინფორმაციის განზრახ გავრცელებაში ადანაშაულებდა.