სულ ცოტა 20 ერაყელი პოლიციელი

სულ ცოტა 20 ერაყელი პოლიციელი და სახელმწიფო დაცვის წევრი დაიღუპა 23
სულ ცოტა 20 ერაყელი პოლიციელი და სახელმწიფო დაცვის წევრი დაიღუპა 23
ოქტომბერს ერაყში მოხმდარი აფეთქებების შედეგად. პირველი აფეთქება ბაღდადიდან დასავლეთით 200 კილომეტრზე მოხდა, სადაც 16 პოლიციელი დაიღუპა. რამდენიმე საათის შემდეგ ქალაქ სამარის სამხრეთით აფეთქდა მეორე მანქანა. დაიღუპა დაცვის 4 თანამშრომელი. აფეთქებებამდე ამერიკელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ ფალუჯაში განხორციელებული რეიდისას აიყვანეს იორდანიული წარმოშობის მეამბოხის აბუ მუსაბ ალ–ზარყავის უფროსი თანაშემწე.