რომის პაპი იოანე პავლე მეორე

რომის პაპი იოანე პავლე მეორე ევროპას მისი ქრისტიანული ფესვების პატივისცემისკენ მოუწოდებს.
რომის პაპი იოანე პავლე მეორე ევროპას მისი ქრისტიანული ფესვების პატივისცემისკენ მოუწოდებს.
84 წლის პაპი გუშინ ევროკომისიის წევრობის ყოფილ კანდიდატს, მის ძველ მეგობარს როკო ბუტილიონეს შეხვდა. კვირას კი პაპმა ძველი მოწოდება გაიმეორა. შეგახსენებთ, როკო ბუტილიონეს მიერ ჰომოსექსუალიზმისა და ქალების შესახებ გამოთქმულმა მოსაზრებებმა ევროპარლამენტის წევრთა აღშფოთება გამოიწვია, რის გამოც საბოლოოდ ევროკომისიის ახალი პრეზიდენტი იძულებული გახდა ევროკომისრობის კანდიდატთა პირველი შემადგენლობა აღარ გაეტანა კენჭისყრაზე.