აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია "მხურვალედ" მიესალმება

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია "მხურვალედ" მიესალმება საქართველოს გადაწყვეტილებას, ერაყში
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია "მხურვალედ" მიესალმება საქართველოს გადაწყვეტილებას, ერაყში
სამხედრო მოსამსახურეების რიცხვის გაზრდის შესახებ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კოალიციურ ძალებში ქართველ ჯარისკაცთა საერთო რიცხვი 159-დან 850 სამხედრო მოსამსახურებდე გაიზრდება. ქართველი სამხედროები ერაყში გაეროს თანამშრომლების უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აშშ საქართველოს გაუწევს დამატებით დახმარებას შეიარაღებული ძალების მომზადების პროგრამის ფარგლებში.