ოთხი ათასზე მეტ ქართველ სამხედრო

ოთხი ათასზე მეტ ქართველ სამხედრო მოსამსახურეს მოამზადებენ ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორები
ოთხი ათასზე მეტ ქართველ სამხედრო მოსამსახურეს მოამზადებენ ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორები
“წრთვნისა და აღჭურვის” ანალოგიური ახალი პროგრამის ფარგლებში. ამის შესახებ ჟურნალისტებს აცნობა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გიორგი ბარამიძემ. მისივე თქმით, საქართველო სერიოზულ ნაბიჯებს დგამს შეიარაღებული ძალების გასაძლიერებლად, რაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარანტიად უნდა იქცეს. თბილისში გამართულ ბრიფინგზე ბარამიძემ განაცხადა, აგრეთვე, რომ შინაგანი ჯარის ნაწილების თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლის შემდეგ სამხედრო მოსამსახურეთა საერთო რიცხვი 17 ათასით განისაზღვრება. მინისტრის თქმით, საქართველოსთვის ეს ოპტიმალური რაოდენობაა.