საქართველოს მესამე სამშვიდობო ასეული 150

საქართველოს მესამე სამშვიდობო ასეული 150 ჯარისკაცის შემადგენლობით კოსოვოდან დაბრუნდა.
საქართველოს მესამე სამშვიდობო ასეული 150 ჯარისკაცის შემადგენლობით კოსოვოდან დაბრუნდა.
ასეულის თვითმფრინავი დღეს საღამოს დაეშვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შვეულმფრენთა საავიაციო ბაზაზე. მშვიდობისმყოფელთა დახვედრის საზეიმო ცერემონიას საქართველოს თავდაცვის მინისტრი გიორგი ბარამიძე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამხედრო ატაშე რაიჰარდ რიდერი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. ასეული კოსოვოში სამშვიდობო მისიას ამა წლის აპრილიდან ასრულებდა.