კრემლის ფავორიტი აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის

კრემლის ფავორიტი აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში
კრემლის ფავორიტი აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში
რაულ ხაჯიმბა აფხაზი უხუცესების რეკომენდაციის მიუხედავად, უარს ამბობს არჩევნებში გამარჯვებული სერგეი ბაღაფშის გუნდში მოღვაწეობაზე და საპრეზიდენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებას მოითხოვს. ამის შესახებ ხაჯიმბამ დღეს სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მან კიდევ ერთხელ გამოთქვა მოსაზრება, რომ 3 ოქტომბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს გამარჯვებული არ გამოუვლენია. სერგეი ბაღაფში კი თავს გამარჯვებულად მიიჩნევს და მისი გუნდი 6 დეკემბრისთვის დაგეგმილი ინაუგურაციისათვის ემზადება. საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესი" იუწყება აგრეთვე, რომ ბაღაფშმა "შანტაჟი და პროვოკაცია" უწოდა კრასნოდარის გუბერნატორ ალექსანდრ ტკაჩოვის მუქარას რუსეთსა და აფხაზეთს შორის საზღვრის გადაკეტვისა და აფხაზეთში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებისათვის რუსული პენსიების გაცემის შეწყვეტის შესახებ. ტკაჩოვმა ამ შინაარსის განცხადება გუშინ გააკეთა. მან მკაცრად გააკრიტიკა აფხაზი ამომრჩევლები საპრეზიდენტო არჩევნებში ბაღაფშის მხარდაჭერის გამო.