რუმინეთში გუშინ ჩატარებული საპარლამენტო და

რუმინეთში გუშინ ჩატარებული საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგები
რუმინეთში გუშინ ჩატარებული საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგები
აჩვენებს, რომ ლიდერობენ ქვეყნის მმართველი სოციალ-დემოკრატები. ცენტრალური საარჩევნო ბიუროს ცნობით, ხმების თითქმის 70 პროცენტის დათვლის შემდეგ მმართველმა სოციალ დემოკრატებმა დეპუტატთა პალატასა და სენატში ადგილების 36 პროცენტი მოიპოვეს. ლიბერალებისა და დემოკრატების ოპოზიციური ცენტრისტული ალიანსი ქვედა პალატასა და სენატში კი 32 პროცენტს ფლობს. პრემიერ-მინისტრ ადრიან ნასტასეს საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 40-მა პროცენტმა. მეორე ტურში მისი მეტოქე იქნება ბუქარესტის მერი ტრაიან ბასესკუ, რომელმაც პირველ ტურში ხმების 34 პროცენტი მოაგროვა. ეუთოს განცხადებით, რუმინეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები "პროფესიულად და ეფექტიანად იყო ორგანიზებული". თუმცა, ეუთო აღნიშნავს, რომ აღირიცხა გარკვეული საპროცედურო დარღვევები. სამოქალაქო ჯგუფმა "პრო დემოკრატიამ" განაცხადა, რომ მისი 3300 მეთვალყურე 12 დეკემბრისთვის დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს არ დაესწრება. ამ ორგანიზაციის მტკიცებით, დარღვევების შედეგად რუმინეთში 28 ნოემბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებში 2-დან 5 პროცენტამდე ცდომილებაა.