პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელის პოსტის კანდიდატმა

პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელის პოსტის კანდიდატმა მაჰმუდ აბასმა
პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელის პოსტის კანდიდატმა მაჰმუდ აბასმა
გამოთქვა მოწოდება ისრაელთან სამშვიდობო მოლაპარაკების განახლებისკენ. აბასის წინადადებით, მოლაპარაკება უნდა დაიწყოს მას შემდეგ, რაც აირჩევენ ავტონომიის ახალ ლიდერს. არჩევნები 9 იანვრისთვის არის დანიშნული. "ჰამასის" ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ თავის მომხრეებს მოუწოდა, ბოიკოტი გამოუცხადონ პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელის არჩევნებს.