დავით პაიჭაძე, თბილისი
დაძაბულობა აფხაზეთში, ფინანსური ამნისტიის საზღვრები, ენერგოკრიზისი საქართველოში და უკრაინული დემოკრატიის დაბადება - მოგითხრობთ იმის შესახებ,
თუ რას ამბობს ამ საკითხების შესახებ გასული კვირის ქართული პრესა.
გაუბედავად, მაგრამ მაინც, აფხაზები ენგურის საზღვრისკენ იხედებიან - წერს გაზეთი ხვალინდელი დღე წერილში “აფხაზეთში შიმშილი ისადგურებს”. არძინბას რეჟიმის დროს ენგურის ხიდზე ციტრუსისა და, საერთოდ, ტვირთის გადმოტანა გაცილებით ძვირი იყო, ვიდრე ფსოუს საზღვარზე. ეს შემთხვევით არ ხდებოდა. აფხაზები ამის მიზეზს გვიან, მაგრამ მაინც მიხვდნენ. ხვალინდელი დღე ბეჭდავს ინტერვიუს ციტრუსის ბიზნესით დაკავებულ გალელ გლეხთან, რომელიც ამბობს: “რამდენიმე აფხაზმა ისიც კი მითხრა, ხიდზე საქონლის გადატანა გაიაფებულა და თქვენკენ ხომ არ გვექნა პირიო. უბრალო გლეხებს და მშრომელებს რა გვაქვს ერთმანეთში გასაყოფი. აფხაზები კი ეხუტებოდნენ რუსებს, მაგრამ თავისი მიიღეს. ისე არ გამიგოთ, რომ გვიხარია ეს ამბავი, - ჩვენც იქ ვცხოვრობთ და ჯოხი, პირველ რიგში, ჩვენზე გადატყდება, - მაგრამ მთავარია, აფხაზებმა დაინახეს, რომ რუსი ისე არაფერს გაგიკეთებს,” - წერს გაზეთი ხვალინდელი დღე.
რა ვერ გათვალა კრემლმა აფხაზეთში? ეს გახლავთ გაზეთ ალიას შეკითხვა. გაზეთს მოჰყავს საქართველოს პრეზიდენტის სიტყვები სერგეი ბაღაფშის ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მზადყოფნის შესახებ და თავად ბაღაფშის პასუხიც - ესღა გვაკლდაო. ხოლო კომენტარს, აი, ასეთს ურთავს: “შესაძლოა, ეს ფრაზა მხოლოდ ტაქტიკური სვლა იყოს. ახლა, როცა ბაღაფში ძალიან ახლოს არის გამარჯვებასთან და ორშაბათს პრეზიდენტის სტატუსიც შეიძლება ოფიციალურად მოიპოვოს, თბილისის სასარგებლოდ ინტერესების დაფიქსირება არ აწყობს. ახლა იუშჩენკოსაც ურჩევენ, ცოტა ხნით მაინც, უარი თქვას ნატოზე მოსკოვის დასაშოშმინებლად. კრემლის დამშვიდება ბაღაფშის ინტერესიცაა. ინაუგურაციაზე მის უსაფრთხოებას, ალბათ, განსაკუთრებულად დაიცავენ. უფრო ზუსტად, დაიცავენ სტაბილურობას, მართვადი ქაოსის ვითარება რომ არ შეიქმნას. ბაღაფშის წინააღმდეგ ახლა ხომ კრემლის ორი კარტი - არძინბა და ხაჯიმბა ერთად მოქმედებს,” - ასკვნის გაზეთი ალია.
ვისზე არ გავრცელდება ფინანსური ამნისტია? კითხულობს გაზეთი რეზონანსი. ამნისტიის იმედი არ უნდა ჰქონდეთ რეგიონული საბაჟოების, საბაჟო სამმართველოებისა და საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებს, საგადასახადო დეპარტამენტისა და საგადასახადო ინსპექციის ხელმძღვანელებს, ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსებსა და მათ მოადგილეებს, სამხედრო კომისრებს, კონტროლის პალატის თავმჯდომარეს, მის მოადგილეებსა და პრეზიდიუმის წევრებს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და საბჭოს წევრებს, პრეზიდენტის რწმუნებულებს და მათ მოადგილეებს, მოსამართლეებს, გენერალურ პროკურორსა და მის მოადგილეებს, დეპუტატებს, მინისტრებსა და ა.შ. რეზონანსი გთავაზობთ იმ თანამდებობის პირთა სრულ ნუსხას, რომელთა დანაშაულებრივ ქმედებას კანონი არ “ჩამოწერს”. თუმცა ეს მხოლოდ კანონპროექტია და არა კანონი. ნუსხა ვრცელია და მისი შემცირების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას საპარლამენტო უმრავლესობა მიიღებს.
გაზეთი ახალი თაობა კი გატყობინებთ, რომ ნოღაიდელმა ლომაიას ვალები დაუფარა. ანუ საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო ბიუჯეტის ჭარბი საგადასახადო შემოსავლების ნაწილი, თითქმის 16 მილიონი ლარი, გადაურიცხა განათლების სამინისტროს, რომელმაც ეს თანხა დავალიანებათა ნაწილობრივ დასაფარად მიმართა. ეს დავალიანება სამინისტროს მძიმე ტვირთად რომ არ ჰქონოდა, მომავალი წლიდან საგანმანათლებლო დაწესებულებათა დაფინანსების გაორმაგებას შეძლებდა. ამ ფულით პროფესიულ სასწავლებელთა დავალიანება დაიფარა 2 მილიონი ლარით, მეცნიერებათა აკადემიისა - 5 მილიონით, უმაღლეს სასწავლებლებს ასევე 5 მილიონი ლარი გადაურიცხეს, ხოლო სპეციალური პროგრამების დასაფინანსებლად სამინისტრომ 3 მილიონამდე ლარი მიიღო. პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში განათლების სექტორი ახალ წელს ვალების გარეშე შეხვდება, - აღნიშნავს გაზეთი ახალი თაობა.
არ არის გამორიცხული, ელექტროენერგიის შეზღუდვები ზამთრის დადგომასთან ერთად თბილისშიც გახშირდეს, - ვარაუდობს გაზეთი ახალი ვერსია წერილში “ენერგოკრიზისი პოლიტიკური სარჩულით”. ზოგიერთი ხელისუფალი მოგვიწოდებს, ბიზნესი და პოლიტიკა ერთმანეთში არ ავურიოთ და ქართული ენერგოსექტორის რუსი ბიზნესმენებისთვის გადაცემა სამშობლოს ღალატად არ მივიჩნიოთ, მაგრამ ფაქტია, რომ ენერგობლოკადა საქართველოს უკვე მრავალი ზამთრის განმავლობაში აქვს გამოცდილი. პოლიტიკური თვალსაზრისით კი, რუსეთი საქართველოს მიმართ არასოდეს ყოფილა ასეთი გამწარებული. ის უკრაინაში მიმდინარე მოვლენების მთავარ დამნაშავედ საქართველოს მიიჩნევს და არ არის გამორიცხული, აფხაზეთის მსგავსად, დანარჩენ საქართველოსაც ეკონომიკური ბლოკადით დაემუქროს. რუსეთმა, ვითომ ტერორისტების შიშით, საზღვრის ჩაკეტვას უკვე მიმართა, თუმცა, როცა საქართველოს წინააღმდეგ ეს სანქციები განხორციელდა, უკრაინის არჩევნებამდე დიდი დრო იყო დარჩენილი. მართალია, რუსეთიდან შემომავალი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები სულ ახლახან შეაკეთეს, მეზობელ ქვეყანას, რომელიც, ქართველი ენერგეტიკოსებისა და მთავრობის წყალობით, ჩვენს ენერგობერკეტებს ფლობს, წლევანდელ ზამთარში მეტი მიზეზი აქვს ამ ბერკეტების ასამოქმედებლად, - ასრულებს გაზეთი ახალი ვერსია.
რუსეთის ჰეგემონობისაკენ სწრაფვის დასასრული - ასე აფასებს უკრაინის მოვლენებს გაზეთი 24 საათი. თუმცა ეს სიტყვები ეკუთვნის საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის წარმომადგენელს ადრიან კარატნიკს, რომელმაც უკრაინის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, ამ ქვეყნის პრეზიდენტი განმეორებითმა კენჭისყრამ გამოავლინოს, უკრაინული დემოკრატიის დაბადება და კანონის უზენაესობის გამარჯვება უწოდა. “ამ პოლიტიკური კრიზისის დროს გამოცდას გადიოდნენ არა მარტო უკრაინელები, არამედ ის ძალებიც დასავლეთში, რომლებიც აცხადებდნენ, რომ დემოკრატიის დასაცავად არაფერს დაიშურებდნენ. გადასაწყვეტი იყო, ამ გლობალურ დაპირისპირებაში მიატოვებდა თუ არა დასავლეთი უკრაინას, მიიღებდა თუ არა დასავლეთი, რომ უკრაინა რუსეთის გავლენის სფეროა და მოსთხოვდა თუ არა პასუხს ვლადიმირ პუტინს, თუ მისი მეგობარი კუჩმა მაინც მოახერხებდა თავისი მემკვიდრის პრეზიდენტის ტახტზე აყვანას. რასაკვირველია, არც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ შეიძლება ჩაითვალოს, რომ ყველაფერი უკვე დამთავრდა. მაგრამ 3 დეკემბერი, როგორც გადამწყვეტი თარიღი, უკვე ჩაიწერა უკრაინის ისტორიაში,” - წერს გაზეთი 24 საათი.
ქართულ მედიაში კიდევ ერთხელ წამოტივტივდა ასლან აბაშიძის სახელი - ამჯერად 1991 წელს ნოდარ იმნაძის მკვლელობასთან დაკავშირებით. მოკლულის ქალიშვილი ნატო იმნაძე იმავე გაზეთ 24 საათში აღნიშნავს, რომ იმედს უღვივებს საგამოძიებო ორგანოების მიერ მისი მხარედ ცნობის ფაქტი. ნატო იმნაძეს მისცეს საშუალება, თავისი მამის მკვლელობის საქმეს გაეცნოს. ნატო იმნაძემ სარჩელი შეიტანა სასამართლოში და მისი დაკმაყოფილება თითქმის გარდაუვალს გახდის ასლან აბაშიძის გამოცხადებას მკვლელობაში ბრალდებულად და, შესაბამისად, მასზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადებას. 24 საათი ამტკიცებს, რომ ასლან აბაშიძემ მოსკოვი დატოვა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაბარგდა, სადაც იგი მისმა ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ინახულა. ფაქტია, გადაწყვეტილება, რომლის გამოტანა მთაწმინდა-კრწანისის სასამართლოს იმნაძის სარჩელზე მოუწევს, გამოდგება ინდიკატორად, თუ რამდენად ყოვლისმომცველია ასლან აბაშიძისათვის აჭარის დატოვების სანაცვლოდ დაპირებული ხელშეუხებლობა და რამდენად აქვს საქართველოს ხელისუფლებას დღეს ნება, პოლიტიკური ნიშნით შეთითხნილ სისხლის სამართლის საქმეებსა და გადაწყვეტილებებზე სამართლიანობა აღადგინოს.