აზერბაიჯანი მომავალი წლიდან თითქმის 30

აზერბაიჯანი მომავალი წლიდან თითქმის 30 პროცენტით გაზრდის სამხედრო ხარჯებს.
აზერბაიჯანი მომავალი წლიდან თითქმის 30 პროცენტით გაზრდის სამხედრო ხარჯებს.
ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა. ალიევის თანახმად, აზერბაიჯანის ეკონომიკური პოტენციალი მომდევნო წლებში სამხედრო ხარჯების 50, 100 და 200 პროცენტით გაზრდის საშუალებასაც კი იძლევა. ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ თავდაცვის სფეროში გაწეული ხარჯით აზერბაიჯანს რეგიონში ვერავინ შეედრება.