აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარედ დაინიშნა იუსტიციის ყოფილი მინისტრი ბატალ ტაბაღუა. გუშინ გაიმართა განახლებული კომისიის პირველი სხდომა, რომელზეც თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელი ალექსანდრე ადლეიბა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ჯერჯერობით არ დაუნიშნავს ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების თარიღი. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ხელახალი კენჭისყრა 2005 წლის 13 იანვრამდე უნდა გაიმართოს.