ევროკავშირის ლიდერებმა ერთსულოვნებას მიაღწიეს თურქეთთან

ევროკავშირის ლიდერებმა ერთსულოვნებას მიაღწიეს თურქეთთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებასთან დაკავშირებით.
ევროკავშირის ლიდერებმა ერთსულოვნებას მიაღწიეს თურქეთთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებასთან დაკავშირებით.

ევროკავშირის ამჟამინდელი მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის - ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრმა იან პეტერ ბალკენენდემ ბრიუსელში ხუთშაბათს ღამით გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ თურქეთთან მოლაპარაკება, შესაძლოა, გაისად 3 ოქტომბერს დაიწყოს. მისივე თქმით, შეთანხმების დეტალებს პარასკევს შეიმუშავებენ: ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის მეორე დღეს. იქვე ბალკენენდემ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებას არ უკავშირდება ევროკავშირში თურქეთის მიღების გარანტია. პარასკევს ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერებს ხვდება თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოანი.