ვლადიკავკაზის სასამართლომ დღეს მსხვილი ფულადი

ვლადიკავკაზის სასამართლომ დღეს მსხვილი ფულადი ჯარიმის გადახდა დააკისრა
ვლადიკავკაზის სასამართლომ დღეს მსხვილი ფულადი ჯარიმის გადახდა დააკისრა
რადიო "თავისუფლების" რუსული სამსახურის კორესპონდენტს იური ბაგროვს. სასამართლომ ბაგროვი დამნაშავედ სცნო რუსეთის მოქალაქეობის ყალბი საბუთებით მიღებაში. ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები და ჟურნალისტთა საერთაშორისო გაერთიანებები ვლადიკავკაზის სასამართლოს განაჩენის გამო აღშფოთებას გამოთქვამენ. თავად ბაგროვიც ამტკიცებს, რომ უდანაშაულოა.