აშშ-ის კონგრესი ახალი შემადგენლობით შეიკრიბა

აშშ-ის კონგრესი ახალი შემადგენლობით შეიკრიბა - არჩევნებიდან ორ თვეში
აშშ-ის კონგრესი ახალი შემადგენლობით შეიკრიბა - არჩევნებიდან ორ თვეში
და რესპუბლიკელების ოდნავ გაზრდილი უმრავლესობით. წარმომადგენელთა პალატამ სპიკერად ისევ დენის ჰასტერტი აირჩია (ის გახლავთ ილიონისის შტატის წარმომადგენელი, რესპუბლიკური პარტიის წევრი). ერთგულების ფიცის დადების შემდეგ 109-ე კონგრესი მუშაობას შეუდგა აზიაში ცუნამის მსხვერპლთა დახმარების საკითხის განხილვით.