უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 10

უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 10 იანვარს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების
უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 10 იანვარს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების
საბოლოო შედეგები უნდა გამოაცხადოს. კომისიის სხდომა თბილისის დროით 15:00 საათზე უნდა დაწყებულიყო. წინასწარი მონაცემებით 26 დეკემბრის არჩევნებში ხმების 52 პროცენტით ვიკტორ იუშჩენკომ გაიმარჯვა. ვიკტორ იანუკოვიჩმა კი ხმების 41 პროცენტი მიიღო. შეგახსენებთ, ვიკტორ იანუკოვიჩმა არჩევნების შედეგები უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა, მისი სარჩელი არ დააკმაყოფილეს. უზენაესი სასამართლო ორშაბათს ისევ შეიკრიბა, რომ იანუკოვიჩის მორიგი საჩივარი მოესმინა, რომელიც უკვე ცალკეული ოლქების შედეგების უკანონობას შეეხება.