“საქართველოს საოკეანო სანაოსნოს პრივატიზებისას უპირატესობა

“საქართველოს საოკეანო სანაოსნოს პრივატიზებისას უპირატესობა მიენიჭებათ მაღალი ფასისა
“საქართველოს საოკეანო სანაოსნოს პრივატიზებისას უპირატესობა მიენიჭებათ მაღალი ფასისა
და საუკეთესო საპრივატიზაციო პირობების შემომთავაზებელ საინვესტიციო ჯგუფებს" - აცხადებს სახელმწიფო მინისტრი კახა ბენდუქიძე. სახელმწიფო კანცელარიაში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას, ბენდუქიძემ განაცხადა, რომ საოკეანო სანაოსნოს შეძენის მსურველი ბრიტანეთის კომპანია Marine Capital-ი მზად არის, 130 მილიონი ლარი გადაიხადოს. ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საოკეანო სანაოსნოს შეძენის სურვილი უცხოეთის შვიდმა კომპანიამ გამოთქვა. მსურველთათვის განაცხადების წარდგენის ვადა ხვალ, 18 საათზე იწურება.