დაღესტანში ორი შეტაკება მოხდა მილიციასა

დაღესტანში ორი შეტაკება მოხდა მილიციასა და შეიარაღებულ პირებს შორის. ქალაქ კასპიისკში სახლის
დაღესტანში ორი შეტაკება მოხდა მილიციასა და შეიარაღებულ პირებს შორის. ქალაქ კასპიისკში სახლის
აღების დროს, რომელშიც ექსტრემისტები იყვნენ, მილიციის სამი თანამშრომელი დაიღუპა. სროლაში მოკლეს ერთი მეამბოხე, ერთი დააკავეს, ერთიც გაიქცა. მაჰაჩკალის მახლობლად სახლში გამაგრებული იყვნენ 5 შეიარაღებული პირი. ისინი ღამით გადაეყარნენ მილიციას, რის შემდეგაც მათ კერძო ბინა დაიკავეს და იქ გამაგრდნენ. იქ მცხოვრებნი გაუშვეს. სახლის აღების მცდელობისას მოკლეს “ალფას” ჯგუფის თანამშრომელი. ერთი დაიჭრა. საღამოსკენ ტანკმა მიწასთან გაასწორა სახლი. ხელისუფლება არაფერს ამბოს, გადარჩა თუ არა რომელიმე შეიარაღებული პირი.