ღაზის სექტორის საზღვარზე უახლოეს დღეებში

ღაზის სექტორის საზღვარზე უახლოეს დღეებში განთავსებულ იქნება პალესტინელთა
ღაზის სექტორის საზღვარზე უახლოეს დღეებში განთავსებულ იქნება პალესტინელთა
ავტონომიის უშიშროების ძალების შენაერთები - რათა აღკვეთილ იქნეს ებრაელთა დასახლებებზე ექსტრემისტების თავდასხმები. ამის შესახებ გამოცხადდა ექსტრემისტული დაჯგუფებების ლიდერებთან პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელის მაჰმუდ აბასის გუშინდელი შეხვედრის შემდეგ. დღეს ეს მოლაპარაკება გრძელდება. გუშინ ღაზის სექტორში, გუშ კატიფის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე თავი აიფეთქა პალესტინელმა თვითმკვლელმა, რის შედეგადაც შვიდი ისრაელი დაშავდა. აფეთქებისთვის პასუხისმგებლობა იკისრა "ჰამასის" ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ. რამდენიმე დღის წინ პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა მოწოდებით მიმართა ექსტრემისტებს, შეწყვიტონ თავდასხმები ისრაელის მოქალაქეებზე. მიმართვაში აღნიშნულია, რომ თავდასხმები, უწინარეს ყოვლისა, თავად პალესტინელებს ვნებს, რადგან ისინი ისრაელს მკაცრი საპასუხო ქმედებებისკენ უბიძგებს.