ეუთოს თავმჯდომარე დიმიტრი რუპელი დღეს

ეუთოს თავმჯდომარე დიმიტრი რუპელი დღეს მოსკოვში შეხვდა რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენლებს.
ეუთოს თავმჯდომარე დიმიტრი რუპელი დღეს მოსკოვში შეხვდა რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენლებს.
მოლაპარაკების თემა იყო ეუთოს მიერ არჩევნების მონიტორინგის საკითხი და ასეთი მონიტორინგის დროს ორმაგი სტადნარტების თავიდან აცილება. როგორც რუპელმა მოლაპარაკებების შემდეგ აღნიშნა, მას არა ჰგონია, ეუთოს მეთვალყურეობა პოლიტიკურად მოტივირებული იყოს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუპელის ვიზიტამდე გამოთქვა შეფასება, რომ არჩევნებზე ეუთოს მეთვალყურეები ობიექტურობას არ იჩენენ - "განსაკუთრებით ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში”.