საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სიტყვით

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სიტყვით გამოვიდა საერთაშორისო კონფერენციაზე
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სიტყვით გამოვიდა საერთაშორისო კონფერენციაზე
სახელწოდებით “სამხრეთი კავკასია 21-ე საუკუნეში: პრობლემები და პერსპექტივები”, რომლის მონაწილეები რეგიონის პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების საკითხებზე მსჯელობენ, განიხილავენ, აგრეთვე, უსაფრთხოების საკითხებს. კონფერენციის ორგანიზატორია საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ფორუმი იაპონიის სასაკავას სახელობის მშვიდობის ფონდის მხარდაჭერით ტარდება. მასში მონაწილეობს მსოფლიოს 31 ქვეყნის 120-ზე მეტი პოლიტიკური მოღვაწე, მეცნიერი და მკვლევარი.