ისრაელის მთავრობამ მიიღო გეგმა ჯარების

ისრაელის მთავრობამ მიიღო გეგმა ჯარების ღაზის სექტორიდან გაყვანისა და იქიდან ებრაელთა დასახლებების
ისრაელის მთავრობამ მიიღო გეგმა ჯარების ღაზის სექტორიდან გაყვანისა და იქიდან ებრაელთა დასახლებების
გატანის შესახებ. ეს გეგმა, რომელიც პრემიერ-მინისტრს არიელ შარონს ეკუთვნის, ითვალისწინებს არა მხოლოდ ყველა დასახლების გაუქმებას ღაზის სექტორში, არმაედ იორდანეს დასავლე ნაპირზეც. ამ გეგმის განხორციელებას შეუდგებიან ივლისში.
კაბინეტის 17 წევრი მიემხრო გეგმას, 5 წინააღმდეგი იყო.
კაბინეტის წევრმა მშენებლობის მინისტრმა იცხაკ ჰერცოგმა მომენტს ისტორიული უწოდა. (ჰერცოგის ხმა) “ახლა, როცა მთავრობაში შრომის პარტიის ხალხი შევიდა, მთავროამ უნდა მიიღოს ისრაელის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნივშნელოვანი გადაწყვეტილება, ეს მტკივნეული გადაწყვეტილებაა. მაგრამ მან მოვლენათა მსვლელობა შეიძლება შეცვალოს რეგინში”.
პარლამენტმა უკვე მიიღო კანონი კომპენსაციის გადახდის შესახებ მათთვის, ვისაც საკუთარი სახლების დატოვება მოუწევს. დღესვე დამტკიცდა მარშრუტი, რომელზეც გაივლის კედელი -ზღუდე რომელიც ისრაელს პალესტინელთა ტერიტორიისგან გამოყოფს. ამ გეგმით, ისრაელს მიეწერება მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის 6 პროცენტი.