ორშაბათს დამასკოში გაიმართება სირიისა და

ორშაბათს დამასკოში გაიმართება სირიისა და ლიბანის პრეზიდენტების მოლაპარაკება,
ორშაბათს დამასკოში გაიმართება სირიისა და ლიბანის პრეზიდენტების მოლაპარაკება,
რომელზეც განიხილავენ ლიბანში განთავსებულ სირიის ჯარებთან დაკავშირებულ საკითხებს. როგორც ლიბანის თავდაცვის მინისტრმა აბდულ რაჰიმ მურადმა დღეს განაცხადა, ლიბანის პრეზიდენტი ემილ ლაჰუდი შეხვდება სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს ჯარების გადაადგილებაზე მოსალაპარაკებლად. მურადის განმარეტბით, სირიის ჯარები ლიბანის სხვადასხვა რეგიონიდან გადაინაცვლებენ აღმოსავლეთში მდებარე ბექაას ხეობისაკენ. მურადს არ უთქვამს, რამდენი ხანი გაგრძელდება ეს პროცესი, ან გავლენ თუ არა სირიის ჯარები ლიბანის ტერიტორიიდან. ამასობაში, ლიბანში სირიის მომხრე გასამხედროებული მოძრაობა "ჰიზბოლა" გამოვიდა მოწოდებით, სამშაბათს ბეირუთში გაიმართოს მშვიდობიანი დემონსტრაცია, რომელზეც ლიბანში სირიის ჯარებისადმი მხარდაჭერას გამოხატავენ.