ყირგიზეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე, კვირისათვის

ყირგიზეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე, კვირისათვის დანიშნული ტურის წინ,
ყირგიზეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე, კვირისათვის დანიშნული ტურის წინ,
სულ უფრო ფართოვდება საპროტესტო გამოსვლების მასშტაბი. ჯალალ-აბადის პროვინციის ადმინისტრაციის შენობა კვლავინდებურად დაკავებული აქვთ ოპოზიციის მომხრეებს, რომლებიც უსამართლოდ მიიჩნევენ არჩევნების პირველ, 27 თებერვლის ტურს. დემონსტრანტები (დღეს 3000-მდე კაცი) პრეზიდენტ ასკარ აყაევის გადადგომასაც მოითხოვენ. დღეს ჯალალ-აბადში საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებით, ოპოზიციურ მოძრაობა "ატა-იურტის" ხელმძღვანელი როზა ოტუმბაევა ჩავიდა. საპროტესტო გამოსვლები იმართება უზგენის რაიონშიც, ყირგიზეთის სხვა რეგიონებში.