ყირგიზეთში პოლიციელები ფანჯრიდან შეიჭრნენ ჯალალაბადის

ყირგიზეთში პოლიციელები ფანჯრიდან შეიჭრნენ ჯალალაბადის რიაონში მდებარე ადმინისტრაციულ შენობაში
ყირგიზეთში პოლიციელები ფანჯრიდან შეიჭრნენ ჯალალაბადის რიაონში მდებარე ადმინისტრაციულ შენობაში
და გაათავისუფლეს ადგილობრივი ადმინისტრაციის ოფიციალური წარმომადგენელი, რომელიც მძევლად აიყვანეს ოპოზიციის მომხრე დემონსტრანტებმა. პოლიციის ეს ოპერაცია ქალაქ ბაზარ-კორგონში განხორციელდა. როგორც იუწყებიან, არავინ დაშავებულა. დემონსტრანტებმა ბაზარ- კორგონში ადმინისტრაციის შენობა დაიკავეს და ოფიციალური პირის დაკავებით პროტესტს გამოთქვამდნენ ყირგიზეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამო. ოპოზიცია ირწმუნება, რომ საპარლამენტო არჩევნები ხელისუფლების სასარგებლოდ გაყალბდა. ამიტომ ოპოზიცია მოითხოვს შედეგების გაუქმებას და არჩევნების განმეორებით ჩატარებას. ამასობაში, ოპოზიციის 600-მდე მომხრემ დაიკავა ადგილობრივი ადმინისტრაციის შენობა აღმოსავლეთი ყირგიზეთის ნარინის პროვინციაში.