რუსეთის სამშვიდობო ძალებმა საქართველოს მხარესთან

რუსეთის სამშვიდობო ძალებმა საქართველოს მხარესთან შეუთანხმერბლად
რუსეთის სამშვიდობო ძალებმა საქართველოს მხარესთან შეუთანხმერბლად
შვიდი ერთეული ჯავშანტექნიკა განათავსა ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში, რის გამოც სიტუაცია გარკვეული ხნით დაიძაბა. როგორც რუსეთის სამშვიდობო ძალების წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა ალექსანდრ კაზანცევმა ჟურნალისტებს განუცხადა, ზუგდიდის მიმართულებით მათი გააადგილება განმუხურში განლაგებული "ქართული საგუშაგოს კანონიერების გარკვევას" ისახავდა მიზნად. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ თბილისმა რუსეთის შესაბამის უწყებებს უკვე გაუგზავნა შეტყობინება, რომლითაც რუსი მშვიდობისდამცველების თვითნებური მოქმედების გამო ახსნა-განმარტებას მოითხოვს. მერაბიშვილის ცნობით, მოლაპარაკების შედეგად სიტუაცია განიმუხტა და სამშვიდობო ძალების კუთვნილი ჯავშანტექნიკა განმუხურიდან გაყვანილია.