კიევში ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა საქართველოსა

კიევში ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის
კიევში ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის
ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. მიხეილ სააკაშვილმა და ვიქტორ იუშჩეკნომ აღნიშნეს, რომ ეს კარპატების განცხადების შემდეგ უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია. პრეზიდენტებმა გამართეს პრესკონფერენცია, რომელზეც ილაპარაკეს სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის გარშემო, ასევე სუუამის შესახებ. ვიქტო იუშჩენკომ თქვა, რომ ორივ მხარე შეთანხმდა სუუამის მომავალი განვითარების პროექტები შეიმუშაონ.
ორივე ქვეყნის ლიდერებმა ილაპარაკეს ყირგიზეთზეც. მათ თქვეს, რომ ყოფილ პრეზიდენტს აყაევს იცნობენ, მაგრამ არ იცნობენ ოპოზიციის წარმომადგენლებს, მაგრამ მათ მიმართ სიმპატია გამოხატეს. სააკაშილმა თქვა, რომ მთავრობის ცვლა ქვეყნის საშინაო საქმეა, მაგრამ დემოკრატიის საკითხი და ჩვენი სიმპატია ოპოზიციის მიმართ, საერთაშორისო საქმეა.