სამშაბათს დაღესტანში სპეცოპერაციის შედეგად მოკლულ

სამშაბათს დაღესტანში სპეცოპერაციის შედეგად მოკლულ იქნა ორი ცნობილი საველე მეთაური
სამშაბათს დაღესტანში სპეცოპერაციის შედეგად მოკლულ იქნა ორი ცნობილი საველე მეთაური
- ერთი დაღესტნელი, ერთი ჩეჩნეთის მაცხოვრებელი. დაღესტნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქალაქ ხასავიურტში სროლას ჰქონდა ადგილი მას მერე, რაც მილიციამ მანქანა გააჩერა და მძღოლის საბუთების გასინჯვა სცადა. მოგვიანებით ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერმა რამზან კადიროვმა თქვა, რომ ოპერაცია ჩაატარეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო სამსახურმა და ჩეჩნეთის უშიშროების ძალების თანამშრომლებმა.