ხუთშაბათს ფინანსური პოლიციის თანამშრომლებმა ფეხბურთის

ხუთშაბათს ფინანსური პოლიციის თანამშრომლებმა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია დააკავეს
ხუთშაბათს ფინანსური პოლიციის თანამშრომლებმა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია დააკავეს
როგორც ჟურნალისტებს ფინანსური პოლიციის უფროსმა დავით კეზერაშვილმა აცნობა, ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე სს კოდექსის 182-ე, მითვისება-გაფლანგვის მუხლითაა აღძრული. გამოძიება სწავლობს შვეიცარიის ბანკში თბილისის "დინამოს" ანგარიშზე მოძრავ თანხებს, რომელიც კლუბის ბუღალტერიაში არ იყო დაფიქსირებული.
საუბარია მილიონ 300 ათას გერმანულ ფრანკზე, რომელიც შვეიცარიის ბანკიდან მერაბ ჟორდანიას პირად ანგარიშზე გადაირიცხა და არამიზნობრივად დაიხარჯა.
მერაბ ჟორდანიას წინასწარი დაკავების იზოლატორში ხუთშაბათსვე გადაიყვანენ.