საქართველოს რეგიონებში უახლოეს დღეებში საპატრულო

საქართველოს რეგიონებში უახლოეს დღეებში საპატრულო პოლიციის
საქართველოს რეგიონებში უახლოეს დღეებში საპატრულო პოლიციის
600 უბნის ინსპექტორი დაიწყებს მუშაობას.
საპატრულო პოლიციის უბნის ინსპექტორთა გამოშვების ცერემონიალი პარასკევს რიყეზე გაიმართა .უბნის ინსპექტორად მუშაობის სურვილი 6 ათასამდე მოქალაქემ გამოთქვა, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ 600-მდე მსურველი შეარჩიეს, რომლებმაც პოლიციის აკადემიის ბაზაზე 6-კვირიანი მომზადების კურსი გაიარეს. უბნის ინსპექტორთა შერჩევის მეორე ეტაპი 18 აპრილიდან დაიწყება. შერჩეული კონტინგენტი კი კურსებს ეუთო-ს დახმარებით შედგენილი ახალი პროგრამის მიხედვით გაივლის. მინისტრი ვანო მერაბიშვილი უბნის ინსპექტორებს ახალი წლიდან ხელფასების ზრდას დაპირდა. მათი მინიმალური ხელფასი ამჟამად 250-300 ლარია. საქართველოს მასშტაბით, უბნის ინსპექტორთა დაკომპლექტების პროცესი ორ თვეში დასრულდება.