ავღანელი აბდულ რაშიდ დოსტამი კვირას

ავღანელი აბდულ რაშიდ დოსტამი კვირას ქვეყნის ჩრდილოეთში მოქმედი გასამხედროებული დაჯგუფების
ავღანელი აბდულ რაშიდ დოსტამი კვირას ქვეყნის ჩრდილოეთში მოქმედი გასამხედროებული დაჯგუფების
მეთაურობიდან გადადგა იმისათვის, რომ პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის მთავრობის წევრი გახდეს. დოსტამი ავღანეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საველე მეთაურია. ის ყარზაის მიერ ავღანეთის შეიარაღებული ძალების უმაღლესი სარდლობის გაერთიანებული შტაბების უფროსად დაინიშნა. დოსტამის თანაპარტიელი და მოადგილე აბდულ მაჯიდ როზი აბობს, რომ დოსტამი გადადგა პარტიის ლიდერობიდან. თავად პარტია კი ავღანეთის იუსტიციის სამინისტროს მიერ დარეგისტრირდა, როგორც ოფიციალური პოლიტიკური პარტია, რომელსაც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებაც შეეძლება.