ვენაში დასრულდა საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც

ვენაში დასრულდა საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც არჩევნებზე მეთვალყურეობის მეთოდებს შეეხებოდა.
ვენაში დასრულდა საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც არჩევნებზე მეთვალყურეობის მეთოდებს შეეხებოდა.
კონფერენციაზე არ მოხერხდა რუსეთის მოთხოვნის გათვალისწინება, რომელსაც მიაჩნია, რომ პოსტ-საბჭოთა სივრცეში არჩევნებზე მეთვალყუერობა განსხვავებული მეთოდით უნდა წარიმართოს. კონფერენციაზე, რომელსაც არჩევნების 200 ექსპერტი ესწრებოდა, რუსეთის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ალექსანდრ ვეშნიაკოვმა პოსტ-საბჭოთა სივრცეში ეუთოს არჩევნების მეთვალყურეობის რამდენიმე ასპექტი გააკრიტიკა.