კრასნოდარის მხარის გუბერნატორი ალექსანდრე ტკაჩოვი

კრასნოდარის მხარის გუბერნატორი ალექსანდრე ტკაჩოვი და აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი სერგეი ბაღაფი
კრასნოდარის მხარის გუბერნატორი ალექსანდრე ტკაჩოვი და აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი სერგეი ბაღაფი
აფხაზეთსა და კრასნოდარის მხარეს შორის ურთიერთობების გაღრმავებას აპირებენ. ამ საკითხზე შეთანხმებას მათ სერგეი ბაღაფშის კრასნოდარში ვიზიტის დროს მიაღწიეს. აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სერგეი ბაღაფში კრასნოდარის მხარეში 23-24 აპრილს ოფიციალურ ვიზიტად იმყოფებოდა. ვიზიტის დროს კრასნოდარის მხარის გუბერნატორთან და ბიზნესწრეებთან გამართულ შეხვედრებზე მიღწეულ იქნა შეთანხმება აფხაზეთსა და კრასნოდარის მხარეს შორის სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების, საკურორტო ინდუსტრიის, კომუნიკაციების სისტემებში და ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში თანამშრომლობისა და ერთობლივი ეკონომიკური პროექტების განხორციელების შესახებ.