ერაყში, სულ ცოტა, 29 ადამიანი

ერაყში, სულ ცოტა, 29 ადამიანი დაიღუპა და 100-მდე დაიჭრა ბაღდადში და მის მახლობლად სულ ცოტა 9 დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად.
ერაყში, სულ ცოტა, 29 ადამიანი დაიღუპა და 100-მდე დაიჭრა ბაღდადში და მის მახლობლად სულ ცოტა 9 დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად.
იერიშების სამიზნე იყო, უწინარეს ყოვლისა, ერაყის უშიშროების ძალები. აფეთქებები მოხდა აგრეთვე ქალაქებში ბააკუბაში, არბილსა და ამერიკის სამხედრო ბაზასთან ბაღდადის ჩრდილოეთით. დღესვე გავრცელდა საყურადღებო აუდიო-ჩანაწერი, როგორც მასშია ნათქვამი, იორდანელ ექსტრემისტ აბუ მუსაბ ზარყავის მოწოდება ერაყში ამერიკელ სამხედროებზე იერიშების მატებისაკენ. ერაყის მეზობელი სახელმწიფოების ოფიციალური წარმომადგენლები სტამბოლში შეიკრიბნენ ორდღიან კონფერენციაზე, რომელზეც ერაყში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესზე იმსჯელებენ.