იაპონიის პრემიერ-მინისტრი ძიუნიტირო კოიძუმი ლუქსემბურგში

იაპონიის პრემიერ-მინისტრი ძიუნიტირო კოიძუმი ლუქსემბურგში ჩავიდა ევროპის კავშირის ხელმძღვანელობასთან შესახვედრად.
იაპონიის პრემიერ-მინისტრი ძიუნიტირო კოიძუმი ლუქსემბურგში ჩავიდა ევროპის კავშირის ხელმძღვანელობასთან შესახვედრად.
ორშაბათისთვის დაგეგმილია შეხვედრები ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზუსტთან და ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრ ჟან-კლოდ იუნკერთან. ამჟამად ლუქსემბურგი თავმჯდომარეობს ევროპის კავშირს. იაპონიის მთავრობის თავმჯდომარე აპირებს შეშფოთება გამოთქვას ევროკავშირის გეგმებზე, გააუქმოს ემბარგო ჩინეთისთვის იარაღის მიწოდებაზე. უკანასკნელ ხანებში ჩინეთსა და იაპონიას შორის ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდა.