დღეს ერთი წელი შესრულდა აჭარაში

დღეს ერთი წელი შესრულდა აჭარაში ასლან აბაშიძის ხელისუფლების დამხობის დღიდან.
დღეს ერთი წელი შესრულდა აჭარაში ასლან აბაშიძის ხელისუფლების დამხობის დღიდან.
ბათუმსა და სხვა ქალაქებში გაიმართა აჭარის მშვიდობიანი რევოლუციის წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები, რომლებშიც ადგილობრივ ხელმძღვანელებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა და საქართველოს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.