ჩეჩნეთის პროკურატურაში ჯერჯერობით ვერ ადასტურებენ

ჩეჩნეთის პროკურატურაში ჯერჯერობით ვერ ადასტურებენ ცნობას თვითგამოცხადებული რესპუბლიკის
ჩეჩნეთის პროკურატურაში ჯერჯერობით ვერ ადასტურებენ ცნობას თვითგამოცხადებული რესპუბლიკის
ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ვაჰა არსანოვის მოკვლის შესახებ. მანამდე ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ არსანოვი და მისი სამი მხარდამჭერი გროზნოში, სპეცოპერაციის შედეგად მოკლეს. მაგრამ, როგორც პროკურატურაში აცხადებენ, მოკლულთა გვამები ძლიერ დამწვარია და მათს ამოსაცნობად დროა საჭირო. დღესვე ცნობილი გახდა, რომ გუდერმესის რაიონში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლულ იქნა ცნობილი საველე მეთაური, შამილ ბასაევის თანამებრძოლი დენილბეკ ესკიევი.