ასობით ავღანელი ქალი გავიდა ქუჩაში

ასობით ავღანელი ქალი გავიდა ქუჩაში დღეს ქაბულში და მოითხოვდა გუშინ გატაცებული იტალიელი ქალის
ასობით ავღანელი ქალი გავიდა ქუჩაში დღეს ქაბულში და მოითხოვდა გუშინ გატაცებული იტალიელი ქალის
კლემენტინა კანტონის განთავისუფლებას. კანტონი, ჰუმანიტარული ორგანიზაციის “კეარ ინტერნეშნელის” თანამშრომელი, გუშინ შეიარაღებულმა პირმა აიძულა მანქანაში ჩამჯდარიყო და გაიტაცა.
დღეს იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯიანფრანკო ფინიმ განაცხადა, რომ გატაცებული ქალი კარგად არის, მისივე თანახმად, გამტაცებლები ავღანეთის მთავრობასთან კონტაქტზე გამოვიდნენ, მაგრამ დეტალები არ გაუმხელია. ავღანეთის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, გატაცებული დამნაშავეობრივი ჯგუფის წარმომადგენელი უნდა იყოს.