საქართველოში სტუმრად იმყოფება სომხეთის განათლებისა

საქართველოში სტუმრად იმყოფება სომხეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დელეგაცია
საქართველოში სტუმრად იმყოფება სომხეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დელეგაცია
მინისტრ სერგო ერეციანის ხელმძღვანელობით. დღეს ერეციანი თავის ქართველ კოლეგას ალექსანდრე ლომაიას შეხვდა. ხვალისთვის დაგეგმილია სტუმრობა თბილისის სომხურ ეკლესიასა და სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ უნივერსიტეტში, სადაც გაიმართება შეხვედრა სომხური ენისა და ლიტერატურის კათედრის თანამშრომლებთან და თბილისის სომხურენოვანი სკოლების პედაგოგებთან.