ერაყში დღეს სულ მცირე 7

ერაყში დღეს სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა და 20-მდე დაიღუპა აფეთქებების შედეგად.
ერაყში დღეს სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა და 20-მდე დაიღუპა აფეთქებების შედეგად.
თვითმკვლელებმა დანაღმული ავტომანქანები ააფეთქეს ქალაქებში ტოუზსა და მადაინში, ხოლო დასახლებულ პუნქტ ქალკანიაში, ბაღდადის დასავლეთით ტროტუარზე დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად, ერთი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა.
ქალაქ ამარაში კი მსგავსი ინცინდენტის მსხვერპლი ბრიტანელი ჯარისკაცი გახდა. დღესვევ თვითმკვლელი ტერორისტი შეეცადა ერაყის ნავთობის სამინისტროს აფეთქებას. აი, როგორ აღწერა ერაყიის პოლიციის წარმომადგენელმა ადილ ჰასანმა ეს თავდასხმა: ”დაახლოებით სამის ნახევარზე თვითმკვლელმა მოიერიშემ, მიზანში ამოიღო ნავთობის სამინისტროს შენობა და ააფეთქა ავტომობილი. თავდასხმის შედეგად, სამინისტროს ორი მცველი მოკლულია, ოთხი თანამშრომელი კი დაიჭრა. აფეთქების შედეგად დაიღუპა თავდამსხმელი, რომლის სხეულიც აფეთქების ტალღამ სამინისტროს კედელს მიანარცხა.” კვირას ერაყის უსაფრთხოებსი ძალებმა ფართომასშტაბიანი ოპერაცია წამოიწყეს ბაღდადში თვდამსხმელების გამოსავლენად. 40 ათასამდე ერაყელ სამხედროს ბლოკირებული აქვს ერაყის დედაქალაქი. დაპატიმრებულია რამდენიმე ასეული ეჭვმიტანილი.