ნატოში საქართველოს ინტეგრაციის საკითხი განიხილეს

ნატოში საქართველოს ინტეგრაციის საკითხი განიხილეს რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა იონ მირჩა პლანგუმ
ნატოში საქართველოს ინტეგრაციის საკითხი განიხილეს რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა იონ მირჩა პლანგუმ
და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ვასილ სიხარულიძემ სამშაბათს თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. როგორც საქართველოში ორდღიან ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა დახურული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, საუბრის მთავარი თემა თავდაცვის სისტემის დაგეგმარება იყო.