კოსოვოში მძიმედ დაჭრეს ადგილობრივი ჟურნალისტი

კოსოვოში მძიმედ დაჭრეს ადგილობრივი ჟურნალისტი
კოსოვოში მძიმედ დაჭრეს ადგილობრივი ჟურნალისტი
ბარდილ აჯეთი. პოლიციის წარმომადგენელთა ცნობით, პარასკევს საღამოს უცნობმა პირებმა დაცხრილეს ავტომობილი, რომელსაც ჟურნალისტი მართავდა. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. აჯეთი იმ გაზეთის თანამშრომელია, რომელსაც მჭიდრო კავშირი აქვს კოსოვოს პრეზიდენ იბრაგიმ რუგოვოსთან. ჟურნალისტი კი თავის პუბლიკაციებში ხშირად აკრიტიკებდა მეამბოხეთა ყოფილ ლიდერებს და ბრალს დებდა მათ ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებულ მკვლელობებში.