პალესტინის ავტონომიის მეთაურს მაჰმუდ აბასს

პალესტინის ავტონომიის მეთაურს მაჰმუდ აბასს განზრახული აქვს
პალესტინის ავტონომიის მეთაურს მაჰმუდ აბასს განზრახული აქვს
რამდენიმე თვით გადადოს 17 ივლისს დაგეგმილი ავტონომიის პარლამენტის არჩევნები. ამის შესახებ იუწყება პალესტინის ოფიციალური გაზეთი ”ალ-აიამი,” რომელიც წერს, რომ მაჰმუდ აბასის გაადწყვეტილება უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. მიმომხილველთა თქმით, არჩევნების ვადის გადაწევა საშუალებას მისცემს აბასს, გააძლიეროს მისი მოძრაობის - ”ფატხის” პოზიცია, რომელსაც ბოლო ხანს, სერიოზულ კონკურენციას უწევს ”ჰამასის” დაჯგუფება.