აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლების განცხადებით, ერაყში

აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლების განცხადებით, ერაყში ამერიკელმა და ერაყელმა ჯარისკაცებმა მოკლეს 50-მდე მეამბოხე
აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლების განცხადებით, ერაყში ამერიკელმა და ერაყელმა ჯარისკაცებმა მოკლეს 50-მდე მეამბოხე
დასავლეთ ერაყში ორი მასშტაბური იერიშის მსვლელობაში. მეორე დღეა, 1000-მდე ამერიკელი და ერაყელი სამხედრო ახორციელებს ოპერაციებს სირიის საზღვართან, ქალაქების კარაბილასა და ყაიმის მახლობლად: ეძებს მეამბოხეებსა და იარაღს. ასევე 1000-მდე სამხედრომ - ამ შემთხვევაშიც ამერიკელებმა და ერაყელებმა - განახორციელეს მეორე მასშტაბური იერიში ბაღდადის ჩრდილო-დასავლეთით, 75 კილომეტრში. ამასობაში გრძელდება ოპერაცია, რომლის მიზანია ბაღდადში დანაღმული ავტომანქანების აფეთქებებისათვის ბოლოს მოღება. როგორც იუწყებიან, დაკავებულია 1100-მდე ეჭვმიტანილი, მათ შორის 50-მდე უცხოელი მებრძოლი.