ისრაელისა და პალესტინის ავტონომიის ხელისუფლებები

ისრაელისა და პალესტინის ავტონომიის ხელისუფლებები შეთანხმდნენ მოქმედების სრული კოორდინაციის შესახებ
ისრაელისა და პალესტინის ავტონომიის ხელისუფლებები შეთანხმდნენ მოქმედების სრული კოორდინაციის შესახებ
ებრაული დასახლებების დემონტაჟისა და ღაზის სექტორიდან ისრაელის ჯარების გაყვანის პროცესში. ამის შესახებ იერუსალიმში გააკეთა განცხადება შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა, ისრაელის პრემიერ-მინისტრ არიელ შარონთან მოლაპარაკებების შემდეგ. [რაისის ხმა] "ჩვენ ერთობლივად შევიმუშავეთ სამოქმედო გეგმა. ისრაელისა და პალესტინის ავტონომიის ლიდერები შეთანხმდენ, ამ პრინციპების შესაბამისად იმუშაონ. ჩვენ გვაერთიანებს აზრი, რომ ღაზის სექტორიდან და მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ნაწილიდან ისრაელის ჯარებისა და დასახლეების გაყვანა შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი "გზამკვლევის" სახელით ცნობილი გეგმის განხორციელების საქმეში. როცა ეს გეგმა განხორციელდება, ორი დემოკრატიული სახელმწიფო - ისრაელი და პალესტინა - შეძლებენ მშვიდობიანად და უსაფრთხოდ თანაარსებობას." შაბათს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი რამალაში შეხვდა პალესტინის ავტონომიის ხელმძღვანელს, მაჰმუდ აბასს.